
ევროკავშირი, საქართველოს და უკრაინის დასახმარებლად, ობლიგაციებს განათავსებს, – წერს Reuters, ჩინოვნიკზე დაყრდნობით ევროკავშირში.
ობლიგაციების დაფარვის ვადა 2033 წლის აპრილი იქნება, ხოლო მათი საშუალებით მიღებული ფულით, ევროკავშირი საქართველოს 15 მლნ ევროს ფინანსურ დახმარებას გაუწევს, უკრაინას კი – 500 მლნ ევროს.
„ობლიგაციების განთავსება დაკავშირებულია იმასთან, რომ წინა კვირას ევროკომისიამ, უკრაინისთვის 500 მლნ ევროს ფინანსური დახმარების გაწევის გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი“, – განაცხადა ევროპელმა ჩინოვნიკმა.
ობლიგაციების განთავსება დეკემბრის დასაწყისშია დაგეგმილი, ხოლო საქართველოს და უკრაინას, ამ კრედიტების დაფარვა, ასევე, 2033 წლის აპრილისთვის მოუწევთ.
ემისიის დასრულება 11 დეკემბრისთვის იგეგმება.
ბონდების გამოშვების ორგანიზატორები არიან: Commerzbank, Goldman Sachs, LBBW და TD Securities.