
კომპანია | თანხა | ვადა | უზრუნველყობა | პროცენტი % | სესხის აღება |
![]() |
მინ: 500 ₾ –
მაქს: 50 000 ₾ |
მინ: 1 თვე –
მაქს: 60 თვე |
უძრავი ქონება |
[notification type=”notification_info” ]ინფომაცია[/notification] |
|
რა არის იპოთეკური სესხი?
იპოთეკური სესხი არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი, რომელსაც გასცემს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი, მათ შორის, ბანკი. იპოთეკის ხელშეკრულება ფორმდება წერილობითი ფორმით და რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.
საზოგადოებაში იპოთეკური სესხის გაგების სხვადასხვა ინტერპრეტაციაა გავრცელებული. ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც იპოთეკურ სესხს ეძახიან უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ ნებისმიერი ტიპის სესხს, ამ ტერმინს ხშირად იყენებენ და ამკვიდრებენ მიკრო საფინანსო ორგანიზაციები, სესხის უზრუნველყოფიდან და არა სესხის მიზნობრიობიდან გამომდინარე. თუმცა, საბანკო სივრცეში იპოთეკური სესხის ძირითადი განმასხვავებელი სხვა ტიპის სასესხო პროდუქტებისაგან არის მისი მიზნობრიობა, რომელიც შეიძლება იყოს უძრავი ქონების – სახლის, აგარაკის, მიწის ნაკვეთის შეძენა. შინაარსობრივად, სწორედ მიზნობრიობით განასხვავებენ იპოთეკურ სესხს სამომხმარებლო სესხისაგან. თუ ერთ შემთხვევაში მიზნობრიობა უძრავი ქონების შეძენაა, მეორე შემთხვევაში მიზნობრიობა შეიძლება იყოს სამომხმარებლო საჭიროებების დაკმაყოფილება (მაგ: ტელევიზორის, მობილურის თუ სხვა ნივთის შეძენა).
იპოთეკის რეგისტრაციისას დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას.
პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა უპირატესია ყველა მომდევნო იპოთეკარის მოთხოვნაზე.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იპოთეკური სესხის გაცემის დროს?
იპოთეკური სესხის გასაცემად და შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ, ჰყავს თუ არა გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას სხვა რიგის იპოთეკარი. ამისათვის:
- მიმართეთ საჯარო რეესტრს;
- მოითხოვეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ;
- თავადვე განაახლეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი და დაიზღვიეთ თავი შესაძლო გართულებებისაგან;
- თუ საჯარო რეესტრის ამონაწერს წარმოგიდგენთ ქონების მფლობელი, ყურადღება მიაქციეთ მისი გაცემის თარიღს;
- თავადვე გადაამოწმეთ იპოთეკით დასატვირთი ქონება. დარწმუნდით, ნამდვილად შეესაბამება თუ არა მესაკუთრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.
რა პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, თუ გარდამავალი უფლებით დასატვირთ ქონებას რამდენიმე წინა რიგის იპოთეკარი ჰყავს?
თუ გაეცით იპოთეკური სესხი და გააფორმეთ შესაბამისი ხელშეკრულება, ხოლო ქონებას, რომელიც გარდამავალი უფლებით დაიტვირთა, ჰყავდა წინა რიგის 2 იპოთეკარი, ამასთან, თუ მოვალე ვალის დაბრუნებას თავს აარიდებს და სააღსრულებო ბიუროს ვალის ამოღების მიზნით მიმართავს მეორე რიგის იპოთეკარი, თქვენ შეიძლება დაკარგოთ უფლება იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე და ვალის დაბრუნების შანსი.
გაითვალისწინეთ:
თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროს სააღსრულებო წარმოების დაწყების მოთხოვნით მომართა მეორე რიგის იპოთეკარმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია:
- რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით დაკმაყოფილდება მეორე რიგის იპოთეკარის მოთხოვნა;
- პირველი რიგის იპოთეკარის მოთხოვნა გარდამავალი უფლებით გადაჰყვება ქონების შემძენს;
- მესამე და მომდევნო რიგის იპოთეკარების უფლება იპოთეკაზე გაუქმდება.
რა ხდება, თუ ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს?
არის შემთხვევები, როდესაც ქონებას რამდენიმე პირველი რიგის იპოთეკარი ჰყავს. თუ აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო ფურცელს ერთი მათგანი შემოიტანს, დარჩენილი პირველი რიგის იპოთეკები არ გაუქმდება და გარდამავალი უფლებები გადაჰყვება ქონებას, ხოლო თუ სააღსრულებო ფურცელს ყველა იპოთეკარი შემოიტანს, მაშინ აუქციონის თანხა მათ შორის პროპორციულად განაწილდება.
გსურთ შეიძინოთ იპოთეკით (გარდამავალი უფლებით) დატვირთული ქონება?
გაითვალისწინეთ:
იპოთეკით დატვირთული ქონების შეძენის შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ იპოთეკაზე უფლების მქონე პირის/პირების მოთხოვნის დაკმაყოფილება; მოვალის ვალდებულება მთლიანად თქვენზე გადმოვა.