რა არის ვალის ხანდაზმულობა

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ არ არის შეუზღუდავი.
საადვოკატო ბიუროს OK&CG-ს ინფორმაციით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.ხანდაზმულობის ვადის გასვლა იწვევს მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას. თუ ასეთ პირობებში მოვალე მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ნებაყოფლობით შეასრულებს, შემდგომში უკვე შესრულებულის უკან დაბრუნებას ვეღარ მოითხოვს.საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა
ექვს წელს. ხანდაზმულობის საერთო ვადა კი ათ წელს შეადგენს.

თუ კრედიტორი აღნიშნულ ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის დაკარგავს მოთხოვნის უფლებას.

ამასთანავე, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას, რომ თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სასამართლოს მიმართოს. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც წარმოდგენს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

აღსანიშნავია, რომ თუ სასამართლოს არ მიუთითებთ, რომ თქვენ მიმართ

არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ხანდაზმულობის საკითხზე თავად იმსჯელოს.