სესხის აღება Amica

ხშირად დასმული შეკითხვები

 

სესხის აღება

 

მომხმარებლის პროფაილთან დაკავშირებული შეკითხვები.

როგორ მოვიქცე თუ დამავიწყდა პაროლი და ვერ შევდივარ ჩემს პროფაილში?

პაროლის აღდგენის ველში მიუთითეთ თქვენი ელ. ფოსტა, რომლითაც ხართ დარეგისტრირებული და ახალ პაროლს მისი საშუალებით მიიღებთ.

სესხის აღებასთან დაკავშირებული შეკითხვები.

ვის შეუძლია სესხის აღება?

სესხის აღება შეუძლია ყველა იმ პირს:

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ვინც სარგებლობს საქართველოში არსებული ბანკების საბანკო ანგარიშით
  • არ გააჩნია საკრედიტო დავალიანება
  • რომლის ასაკიც შეადგენს 21 დან 65 წელს
  • აქვს საკმარისი შემოსავალი სესხის დასაფარად

რა საბუთებია საჭირო სესხის ასაღებად?

ყველა ახალ კლიენტს მოეთხოვება მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოების ატვირთვა/ გადმოგზავნა. დოკუმენტის გადმოგზავნა ხდება განაცხადი დადასტურების შემდგომ ჩვენს ელ. ფოსტაზე info@amica.ge

როგორ მოვიქცე, როდესაც არ მაქვს თქვენს მიერ მითითებულ ბანკებში ანგარიშის ნომერი?

თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოში მოქმედი ნებისმერი ბანკის ანგარიშით. გთხოვთ, გაითვალისიწინოთ რომ ბანკთაშორისი გადარიცხვები საჭიროებს მეტ დროს და ამის გამო სესხის მიღება შესაძლებელია შეყოვნდეს. რეკომენდირებულია წინასწარ გახნათ ანგარიში ჩვენს მიერ მითითებულ ბანკების ჩამონათვალიდან.

როგორ გავიგო პასუხი დამტკიცდა თუ არა ჩემი განაცხადი?

სესხზე პასუხი ავტომატურად გამოიგზავნება მითითებულ საკონტაქტო ნომერზე ან ელ-ფოსტაზე. ასევე შეგიძლიათ განაცხადის სტატუსი შეამოწმოთ თქვენი პროფაილიდან ან დაუკავშირდეთ კლიენტთა მომსახურების ოპერატორს.

სესხის დაფარვასთან და გადავადებასთან დაკავშირებული შეკითხვები

როდის შემიძლია განმეორებითი სესხის აღება?

განმეორებითი სესხის აღება შესაძლებელია მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც, მიიღებთ შეტყობინებას ლიმიტის გაზრდის შესახებ.

შეიძლება თუ არა სესხის წინსწრებით დაფარვა ან ნაწილობრივ დაფარვა?

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წინსწრებით დაფაროთ სესხი. სესხის ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში, დასაფარი თანხა პირველ რიგში მოხმარდება საკომისიოს დაფარვას და დარჩენილი თანხის ოდენობა გამოაკლდება სესხის ძირს. დასაფარი თანხის ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ თქვენს პროფაილში. ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში აუცილებელია კლიანტმა მიმართოს კომპანიას და გააფრთხილოს სესხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის შესახებ

რა მოხდება თუ ვერ ვახერხებ სესხის დაფარვას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს?

ამ შემთხევაში თქვენ დაგერიცხებათ ჯარიმები შემდეგი პრინციპით:

  • ყოველ დღე ძირ თანხაზე დაირიცხება პროცენტები (დღეში 0,27%)
  • გაგიფუჭდებათ საკრედიტო ქულა
  • ვერ შეძლებთ განმეორებით ისარგებლოთ ჩვენი სესხით.

სხვა შეკითხვები

როდის არის Amica.ge-ს სამუშაო საათები?

ჩვენი კლიენტთა მომსახურების სააგენტოს სამუშაო საათებია : ორშაბათიდან-პარასკევის 10:00 -დან 19:00 საათამდე და შაბათს 10:00 -დან -14:00 საათამდე
Amica.ge- ზე განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლინ რეჟიმში ნებისმიერ დროს. განაცხადი განიხილება სამუშაო საათებში.

როგორ და რა ტიპის ცნობის აღება არის შესაძლებელი?

Amica.ge გასცემს შემდეგი სახის ცნობებს:

  • ცნობა დავალიანების არ ქონის შესახებ
  • ცნობა დავალიანების ქონის შესახებ
  • ცნობა წინა სესხის დაფარვის შესახებ
  • ცნობა რეგისტრირებულ მომხმარებელზე, რომელსაც არ უსარგებლია სესხით.

ცნობის საფასური შეადგენს 5 ლარს.
გადახდისას აუცილებლად მიუთითეთ “ცნობის საფასურის გადახდა”. დამზადებულ ცნობას გადმოგიგზავნით რეგისტრირებულ ელ ფოსტაზე, საფასურის გადახდიდან 1 სამუშაო დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ცნობის ორიგინალის გაცემა.