რატომ განსხვადება საპროცენტო განაკვეთები იპოთეკური სესხების შემთხვევაში ლარსა და დოლარში?

რატომ განსხვადება საპროცენტო განაკვეთები იპოთეკური სესხების შემთხვევაში ლარსა და დოლარში?

იპოთეკური სესხი, განსხვავებით სხვა ტიპის სასესხო პროდუქტებისაგან, ძირითადად არის გრძელვადიანი. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლარის, დოლარის, ევროს თუ სხვა კონკრეტული ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებული რისკებიც განსხვავებულია. შესაბამისად, გრძელ ვადაში ვალუტის სტაბილურობა ანუ ჩვენს მიერ მიღებული სესხების ღირებულება, შეიძლება საფინანსო ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვნად შეიცვალოს. სწორედ აღნიშნული რისკიდან გამომდინარე, იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი, სხვადასხვა ვალუტაში შეიძლება იყოს განსხვავებული. ქართულ რეალობაში, იპოთეკურ სესხებზე დოლარში და ევროში შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთია, ვიდრე ლარში.