რას უნდა მიაქციოთ ყურადღება იპოთეკური სესხის აღების დროს?

რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა იპოთეკური სესხის აღების დროს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის ვალდებულებები, რომელსაც ვიღებთ სესხის სანაცვლოდ და რომ ამ ვალდებულებების შესრულება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენთვის აუცილებელი იქნება. შესაბამისად, უნდა განვსაზღვროთ, რამდენად სტაბილური და გრძელვადიანი შემოსავლის წყარო გაგვაჩნია, რა რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ გადაუხდელობის შემთხვევაში. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩამოვყალიბდებით იპოთეკური სესხის აღების მიზანშეწონილობაში, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ: სესხის გაცემასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტიპის საკომისიოებს, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, გადაუხდელობის ან წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებს, სესხის დაფარვის გრაფიკებს, სესხის ვალუტას და სესხის ვადას. იმისათვის, რომ კარგად გვქონდეს გააზრებული ჩვენი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია წავიკითხოთ ყველა ხელშეკრულება, რომელზეც გვიწევს ხელის მოწერა სესხის აღების პროცესში.