მთავარი რჩევა, იპოთეკური კრედიტით სახლის შეძენის მსურველებს

მთავარი რჩევა, იპოთეკური კრედიტით სახლის შეძენის მსურველებს

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ ის პასუხისმგებლობები, რაც დაკავშირებულია სესხის აღებასთან. გავაანალიზოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა და ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიტუაცია. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რამდენად ადეკვატური დროა იპოთეკური სესხის აღებისა და ჩვენი სურვილების განსახორციელებლად.
ხოლო, მას შემდეგ, რაც მივიღებთ გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხის აღებაზე, უნდა შევისწავლოთ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების შემოთავაზებები, შევადაროთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთები, განვსაზღვროთ რა ვალუტაში გვირჩევნია სესხის აღება და ა. შ.

ასევე, გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ და მოერიდებით, სესხის აღებისას ხელშეკრულებების წაკითხვას და თქვენთვის გაურკვეველ საკითხებზე ბევრი შეკითხვის დასმას.