რა განსხვავებაა ეფექტურ და წლიურ საპროცენტო განაკვეთებს შორის?

რა განსხვავებაა ეფექტურ და წლიურ საპროცენტო განაკვეთებს შორის?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, არის საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაშიც ასევე შედის მსესხებლის მიერ სესხის გაცემის პროცესში გაწეული ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი. ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი, არის სესხის ღირებულება დამატებითი ხარჯების გათვალისწინების გარეშე.
ამიტომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციების სესხის პირობების შედარებისას, მნიშვნელოვანია ერთმანეთს შევადაროთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთები და არა მხოლოდ წლიური საპროცენტო განაკვეთები. ამით მარტივად განვსაზღვრავთ, რომელი შემოთავაზებაა ჩვენთვის უფრო მომგებიანი.