რას ნიშნავს სესხები ცვლადი საპროცენტო განაკვეთით და რა არის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი?

რას ნიშნავს სესხები ცვლადი საპროცენტო განაკვეთით და რა არის ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი?

უკანსკნელი პერიოდის განმავლობაში ძალიან ხშირად გვხვდება სასესხო პროდუქტები ცვლადი საპროცენტო განაკვეთით. ცვლადად, დოლარის შემთხვევაში აღებულია ლიბორი (LIBOR – London Interbank Offered Rate/ ლონდონის ბანკთაშორის შეთავაზების განაკვეთი) ხოლო ლარის შემთხვევაში ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი. მათი ცვლილება პირდაპირპროპორციულად აისახება სესხის საპროცენტო განაკვეთის ცვლილებაზე.
მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს ცვლადი საპროცენტო განაკვეთიანი სესხი 12%-ში და სესხის აღების მომენტში ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი შეადგენდა 8%-ს, მისი 7%-მდე დაწევის შემთხვევაში, ჩვენი წლიური სარგებელი შეიცვლება 11%-მდე, ხოლო აწევის შემთხვევაში შესაბამისად გაიზრდება.
განაკვეთების შესახებ სტატისტიკა და დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ლარის შემთხვევაში – www.nbg.gov.ge-ზე, ხოლო დოლარის შემთხვევაში – www.global-rate.com-ზე.